08/12/2021
11:31
პოლიტიკა
„ადამიანმა შეძლო ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხას გადაერჩინა. მან მოახერხა ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა. ბევრს არ მოსწონდა სააკაშვილის რეჟიმი. იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, თუმცა ვერავინ მოახერხა ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა - ამ ადამიანმა მოახერხა ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება. მისი ძალისხმევით, მისი თაოსნობით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ დავამთავრეთ ის ბოროტება, ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.
0
0