11/03/2023
15:30
სამხედრო
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „გირჩის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის კოდექსი არსებობა საჭიროა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ქვეყანაში დიდი რაოდენობის რეზერვის ქონა აუცილებელია, ამიტომ მოქალაქეების ჯარში გაწვევას მიესალმება.
„მე ვარ თავდაცვის კოდექსის მომხრე და მიმაჩნია, რომ თუ გვინდა გვქონდეს უსაფრთხო ქვეყანა, უნდა დავაბრუნოთ გაწვევის სისტემა, მაგრამ ეს გაწვევა უნდა იყოს სამართლიანი. კატეგორიულად არ ვეთანხმები „გირჩს“ იმაში, რომ გაწვევა უნდა გავაუქმოთ. მე მაქვს არგუმენტები თუ რატომ არის ჩვენნაირი მოცულობის ქვეყანაში, ოკუპირებულ ქვეყანაში, თუ რატომ არის აუცილებელი საკონტრაქტო ჯართან ერთად იყოს დიდი რაოდენობით მომზადებული რეზერვი, რომელსაც შევქმნით მხოლოდ გაწვევის აღდგენის შემთხვევაში“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თავდაცვის კოდექსის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024