11/11/2024
14:22
სპორტი
გამოცემა Vogue-მ წარმატებულ ჩოგბურთელებთან ინტერვიუ ჩაწერა.
მათ შორის იყო ჩოგბურთის ახალი თაობის ვარსკვლავი, ესპანელი კარლოს ალკარასი, რომელმაც თავისი შთაგონების წყაროდ UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დაასახელა.
ჟურნალისტი: არის თუ არა ვინმე, ან რაიმე ჩოგბურთის მიღმა - სოლო მომღერალი, ბენდი, მწერალი, პოეტი, ფსიქოლოგი, ნებისმიერი ვინმე, ვინც წელს შენი შთაგონების წყარო იყო?
კარლოს ალკარასი: ეს რთული შეკითხვაა, თუმცა, თოფურიას ავირჩევ. ილია თოფურიამ ძალიან შთამაგონა.
აღსანიშნავია, რომ კარლოს ალკარასი და ილია თოფურია ერთმანეთს პირადად იცნობენ.
ცნობისთვის, 21 წლის ალკარასის ისეთი ტურნირების გამარჯვებულია, როგორებიცაა უიმბლდონი, როლან გაროსი და აშშ-ის ღია პირველობა.
ხოლო ილია თოფურიას შერეული საბრძოლო ხელოვნებაში 16-იდან 16 მოგება აქვს, UFC-ში კი უკვე ზედიზედ მე-8 ორთაბრძოლა მოიგო. 2024 წლის თებერვალში მან ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა, ამავე წლის ოქტომბერში კი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში ქამარი დაიცვა.
0
0