06/10/2024
20:53
არჩევნები 2024
ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ სოფელ კარდანახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგად იცის, როგორი ძლიერები ვართ და ქართველი ხალხის როგორი მხარდაჭერა გვაქვს“.
„ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის. თუ კი ვინმეს ეშინია, ეს არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“. მათ ყველაზე კარგად იციან როგორი ძლიერები ვართ, ყველაზე კარგად იციან როგორი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის. დღეს, მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, მოვიდნენ და სცადეს ჩვენი შეხვედრის ჩაშლა. უბრალო გამვლელებიც კი გვერდში დაგვიდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათი პროვოკაციისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ 26 ოქტომბერს მათ ძალადობას, ამ ზიზღის ენას დაესმება წერტილი. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ის ღირსება, რა ღირსებითაც ქართველი ხალხი არის, იყო და იქნება ყოველთვის“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.
0
0