10/07/2022
10:12
მსოფლიო
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჟოლის განცხადებით, ქვეყანა რუსეთისთვის მორიგი სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სანქციები სახმელეთო და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე, ლითონისა და ტრანსპორტის, კომპიუტერული და ელექტრომოწყობილობების, აგრეთვე ავტოწარმოებაზე გავრცელდება.
„ნავთობის, გაზის, ქიმიური და ტექნოლოგიური სექტორები რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების 50%-ზე მეტს შეადგენს, რომელსაც ის უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებული ომის საწარმოებლად იყენებს. ამგვარად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საომარი ხაზინის ამოწურვისა და რუსეთისთვის ომის წარმოების შესაძლებლობის შემდგომი შეზღუდვის მიზნით, კანადა გააფართოებს არსებულ ზომებს ნავთობის, გაზის, ქიმიურ სექტორებზე და ეს მოიცავს სამრეწველო წარმოებასაც. ახალი ზომები აუკრძალავს კანადურ სერვისებს, ამ სექტორების მიერ საქონლის წარმოებაში თანხა ჩადონ. ახალი სანქციები სახმელეთო და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე, ლითონისა და ტრანსპორტის, კომპიუტერული და ელექტრომოწყობილობების, აგრეთვე ავტოწარმოებაზე გავრცელდება. ზომების ამოქმედების შემდეგ, კანადურ ბიზნესებს 60 დღე ექნებათ, რათა დაასრულონ ხელშეკრულებები მიზნობრივ ინდუსტრიებთან და სერვისებთან“, - აღნიშნულია კანადის მთავრობის ვებგვერდზე.
0
0