05/11/2024
10:23
მსოფლიო
კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრადიციის თანახმად, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა და დაიხურა.
სულ, დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. ოთხმა „რესპუბლიკელმა“ და ორმა „დამოუკიდებელმა“. „დემოკრატიული პარტიისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამ-სამი ხმა მიიღეს.
ცნობისთვის, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დასახლების ხუთმა ამომრჩეველმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მხარი ერთხმად დაუჭირა. 2016 წელს ჰილარი კლინტონმა შვიდიდან ოთხი ხმა მიიღო. მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებულ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში ექვსივე ამომრჩეველმა ხმა სამხრეთ კაროლინას ყოფილ გუბერნატორს, ნიკი ჰეილის მისცა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024