05/11/2024
12:20
მსოფლიო
აშშ-ის რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ბოლო შეხვედრა გამართა მხარდაჭერებთან. ტრამპი მიჩიგანის შტატში სიტყვით თითქმის ორი საათის განმავლობაში გამოდიოდა და აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო მონაწილეობაა საპრეზიდენტო არჩევნებში.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა თავისი არაერთი საარჩევნო დაპირება, მათ შორის ისაუბრა არალეგალურ მიგრაციაზე.
ტრამპმა ასევე ისაუბრა კამალა ჰარისზეც.
„ის დაბალი აიქიუს მქონე ადამიანია და ჩვენ არ გვჭირდება ძალიან დაბალი აიქიუს მქონე ადამიანი. ჩვენ ასეთი ოთხი წელი გვყავდა. თუ თქვენ ხმას მისცემთ მატყუარა კამალას, გექნებათ კიდევ ოთხი წელი უბედურების, წარუმატებლობის და კატასტროფის, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ვერასდროს გამოვა“, – თქვა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან მთელი წლის განმავლობაში 900-ზე მეტი შეხვედრა გამართა ამომრჩეველთან.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება. არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან მონაწილეობას დონალდ ტრამპი მონაწილეობს, რომელიც 2016-2020 წლებში აშშ-ის პრეზიდენტი იყო, ხოლო დემოკრატების კანდიდატი ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია.
ორივე კანდიდატმა არჩევნების დაწყებამდე უკვე ჩაატარა ბოლო შეხვედრა მხარდაჭერებთან.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024