31/10/2024
11:15
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, ის ჯო ბაიდენის კომენტარს არ იზიარებს, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპის მხარდამჭერებს "ნაგავს" უწოდებს.
თეთრ სახლში ABC News-ის მთავარმა კორესპონდენტმა მერი ბრიუსმა კამალა ჰარისს ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვა დაუსვა:
„ტრამპი ამბობს, რომ იმ საღამოს, როდესაც თქვენს აუდიტორიასთან დასკვნით შეხვედრას მართავდით, პრეზიდენტმა ბაიდენმა [ტრამპის] მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა. რას ფიქრობთ პრეზიდენტ ბაიდენის ამ კომენტარებთან დაკავშირებით?"
”უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, პრეზიდენტმა უკვე განმარტა, რასაც გულისხმობდა. თუმცა, როგორც მანამდეც ავღნიშნე, მე, პირადად, კატეგორიულად არ ვეთანხმები ხალხის ნებისმიერ კრიტიკას იმის მიხედვით, თუ ვის აძლევენ ისინი ხმას. ჩემი პოზიცია ასევე მკაფიოდ დავაფიქსირე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, მათ შორის, ჩემს გუშინდელ სიტყვით გამოსვლის დროსაც. მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი და მათ შორის მათიც, ვინც შეიძლება არ დამიჭიროს მხარი ამ არჩევნებში.
ძალიან სერიოზულად აღვიქვამ ჩემს ვალდებულებას და ჩემს დაპირებას, რომ პირველ რიგში ვიზრუნო ამერიკელი ხალხის საჭიროებებზე და ისინი ყველაფერზე - საკუთარ თავზე - წინ დავაყენო,“- განაცხადა ჰარისმა.
როგორც ცნობილია, Voto Latino-ს კამპანიის დროს, ჯო ბაიდენმა ტრამპის მხარდამჭერებს "ნაგავი" უწოდა. აღნიშნულ განცხადებას რესპუბლიკელების მხრიდან კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რის გამოც, ბაიდენს განმარტების გაკეთება მოუწია და აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ტრამპის მხარდამჭერების მიერ პუერტო-რიკოელების მიმართ გამოთქმულ რასისტულ შენიშვნებს უკავშირდებოდა.
0
0