09/12/2022
14:43
კონფლიქტები
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ძმისშვილი დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს რეგიონში ჩავიდა, რათა ადგილობრივი მოღალატეების ახალი ზედამხედველი გახდეს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
„რაშისტები ამრავლებენ ჯგუფებს ოკუპირებული ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონში. ისინი სახლდებიან როგორც კერძო სახლებში, ისე ბინებში. ასევე ჩამოდიან ახალი გაულეიტერები. ქალაქში ამბობენ, რომ ამ კვირაში ახალი გასტროლიორი ჩამოვიდა, რომელიც კადიროვის ძმისშვილია. მიშ შესახებ საუბრობენ, რომ ეს არის კადიროვის მორიგი „ზედამხედველი" - განაცხადა მერმა.
ფედოროვის თქმით, კადიროვის ძმისშვილი დაკავშირებულია აგრარულ სექტორთან და იყო ჩეჩნეთის აგრარული პოლიტიკის მინისტრი. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის ჩამოვიდა ადგილობრივი ფერმერებისგან მარცვლეული მოიპაროს. თუმცა, „ზედამხედველის“ მთავარი ამოცანა ადგილობრივი გაულეიტერების გაკონტროლებაა.
0
0