21/11/2024
12:58
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზამ კადიროვის 20 წლის ქალიშვილი, ტაბარიკ კადიროვა სკანდალში ეხვევა, რომელიც ლგბტ თემს უკავშირდება.
ტაბარიკ კადიროვა, გროზნოში, კორეული სამზარეულოს რესტორან Chicko-ს ფლობს, რომელიც თავის იმიჯს კორეული პოპ-კულტურის პოპულარიზაციაზე აგებს. მათ შორის, არის ჯგუფი BTS-ი, რომელიც ლგბტ თემს ღიად უჭერს მხარს.
რესტორანში, საკვების გარდა ეწყობა გათამაშებები, კორეული სერიალების ჩვენებები და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების ალბომების გაყიდვა, მათ შორის, არის ჯგუფი BTS-იც.
ბოი ბენდ BTS-ს, რომელსაც 120-ზე მეტი მუსიკალური ჯილდო აქვს მიღებული, 2013 წელს ჩამოყალიბდა. ისინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული K-pop შემსრულებლები არიან. ჟურნალმა Time-მა ჯგუფის წევრები მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშიც შეიყვანა. მუსიკოსები მხარს უჭერენ ტოლერანტობას და ლგბტ ადამიანების უფლებებს.
20 წლის ტაბარიკ კადიროვა კი, კადიროვის უფროს შვილებს შორის ერთადერთია, რომელიც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, აპრილში ის "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" მედლით დააჯილდოვეს, რეგიონში მეწარმეობასა და ინვესტიციების მოზიდვაში შეტანილი წვლილისთვის.
ტაბარიკ კადიროვას მამა, ჩეჩნეთის ლიდერი რამზად კადიროვი და მისი ხელისუფლება კი ლგბტ თემის წევრებისა და მათი უფლებების მიმართ დაუნდობლობით გამოირჩევა. 2017 წელს, "ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა გამოძიება ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების მასობრივი არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის შესახებ. ამასთან დაკავშირებით რამზან კადიროვმა განაცხადა - "ჩვენ არ გვყავს ასეთი ხალხი". რეგიონში კვლავ ვრცელდება ცნობები ლგბტ თემის წევრების მკვლელობის შესახებ.
0
0