კაცს, რომელიც 14 წელს მიუღწეველ გერზე 3 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
23/10/2021
11:47
სამართალი
A-
+A
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება.
0
0
563
სიახლეები
ყველა
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%