28/08/2023
14:14
სპორტი
კალათბურთში გრძელდება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი. F ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, საინტერესო მატჩი გაიმართა ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებს შორის. დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრაში გამარჯვება კაბო ვერდეს დარჩა – 81:75.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ მეოთხედში წინ კაბო ვერდეს ნაკრები იყო, თუმცა მეორე მეოთხედში ვენესუელამ მეტოქეს მხოლოდ 9 ქულა ჩააგდებინა და ტაიმი კომფორტული უპირატესობით მოიგო.
მატჩის მეორე ნახევარში აფრიკული ქვეყნის ნაკრებმა რიტმის პოვნა მოახერხა, მესამე მეოთხედი 6 ქულით მოიგო, ხოლო უკანასკნელ მეოთხედში მეტოქეს 13 ქულით აჯობა.
კაბოვერდელთა რიგებში საუკეთესო იყო ბეტინო გომესი 22 ქულით. გუნდის ლიდერს, ედი ტავარეშს 6 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა. საკუთარ გუნდს 20 ქულით დაეხმარა ვილი ტავარეში.
კაბო ვერდეს გამარჯვებით F ჯგუფშიდან გასვლის შანსი საგრძნობლად გაეზარდა საქართველოს ნაკრებს.
ილიას ზუროსის გუნდი თავის შეხვედრას დღეს, 15:30 საათზე სლოვენიასთან ჩაატარებს.
გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ჯგუფიდან ოფიციალურად გავა.
0
0