ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან „ბათუმელების“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
24/01/2025
19:31
საზოგადოება
A-
+A
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან მზია ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები.
აქციას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
დემონსტრანტები მსვლელობით „ახალი თეატრისკენ“ აპირებენ გადაადგილებას. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
„პუბლიკას“ ხელმძღვანელის, ზურაბ ვარდიაშვილის განცხადებით, „როდესაც ჟურნალისტი ციხეში ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ ციხეში ზის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე ჟურნალისტები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.
0
0
38
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%