14/11/2022
13:43
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ვერსიას მოამზადებს, რომლის მასობრივი წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება. აღნიშნულის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესში“ ისაუბრა.
„უკვე მოვახდენთ საავანსო ანგარიშსწორებას და დავიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას, რაც შეეხება მასობრივ წარმოებას, მომავალი წლიდან დაიწყება“, - აღნიშნა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, „დელტა-ვებე“ დააფუძნეს ტექნოლოგიის სპეციალისტებმა, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე არიან ორიენტირებულნი. მან აღნიშნა, რომ ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო გეგმის მიხედვით ვითარდება. უპილოტო საფრენი აპარატების ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.
0
0