22/03/2022
18:37
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებთან ალიანსის წევრი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივებში ჰოლანდიელების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. კერძოდ, საუბარი შეეხო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS), სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივასა და სხვა მიმართულებებს. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების მონაწილეობაზეც გამახვილდა. საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული დონის ვიზიტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024