20/10/2021
23:02
სამხედრო
„აღნიშნული სისტემა ჩამოვაყალიბეთ პარტნიორების დახმარებით. ისინი ყველა დეტალში იყვნენ ჩართულები. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი ესაუბრა მისი დანიშვნიდან. ჩვენ ზუსტად ვიმსჯელეთ ამ პრიორიტეტებზე. ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - ასე
განმარტა თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობა და დააკონკრეტა, რომ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას,
ასევე განსაზღვრავს თუ რა იარაღები, რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10-წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის განვითარების 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკული ყოველწლიური დახმარების პრიორიტეტებში ისეთი შეიარაღებაა ჩასმული, რაზეც რთულია წვდომა.
0
0