ჯუანშერ ბურჭულაძე - „ჩვენ აბსოლუტურად განადგურებული სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“ავაღორძინეთ და ჩვენი რესურსით ხორციელდება ვერტმფრენების რეაბილიტაცია“
20/10/2021
23:00
სამხედრო
A-
+A
„ვერტმფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ საუკეთესო გამოსავალი ავირჩიეთ, ავაღორძინეთ აბსოლუტურად განადგურებული სახელმწიფო საწარმო სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“, რომლებიც სინქრონულად მუშაობენ“, - ამის შესახებ განაცახადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე გადაცემა „ღამის კურიერში“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტებულ და რეაბილიტირებულ ვერტმფრენებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ოთხი სუ 25-ის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ის ვერტმფრენები, რაც გვქონდა არ ექვემდებარებოდა ექსპლუატაციას და ვერ გამოვიყენებდით. ყველაზე რაციონალური გადაწვეტილება, რაც შეგვეძლო მიგვეღო ჩვენი რესურსით ვახერხებთ ამ ვერტმფრენების რეაბილიტაციას. ერთ თვეში იქნება ჩვენს მიერ რეაბილიტირებული პირველი ვერტმფრენი, რაც მოგვცემს საშუალებას რომ მომდევნო 8 წელი ამ რაციონალური ხარჯებით გვყავდეს ვერტმფრენები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
0
0
476
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%