ჯუანშერ ბურჭულაძე: „არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით“
07/10/2022
19:10
სამხედრო
A-
+A
„არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, 2023 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესი 2024 წელსაც გაგრძელდება. „ჩვენ შევპირდით და 2023 წლის იანვრიდან 20% -ით გავზრდით სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას. მიმდინარე წელს მოვახერხეთ და დაახლოებით, 20%-ით, ზოგ შემთხვევაში, მეტითაც გავზარდეთ ანაზღაურება“, - განაცხადა მან. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 2024 წელსაც გაიზრდება.
0
0
348
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%