07/07/2022
14:09
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ შეხვედრები ჰქონდა ალექსანდრ ლებედევთან, რომელიც წარსულში კგბ-ს ოფიცერი იყო.
BBC წერს, რომ ჯონსონმა ხელი შეუწყო ლებედევის ვაჟის, ევგენის ლორდთა პალატის წევრად არჩევას.
როგორც Sunday Times წერდა, მიუხედავად სპეცსამსახურების გაფრთხილებისა, რომ ევგენი ლებედევი, შესაძლოა, საშიში ყოფილიყო დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მას პერის ტიტული მიანიჭეს.
გამოცემის თანახმად, სპეცსამსახურების უარყოფითი რეკომენდაცია ჯონსონის ჩარევის შედეგად გაიწვიეს.
ჯონსონმა ალექსანდრ ლებედევთან შეხვედრის ორი შემთხვევა დაადასტურა როდესაც ლონდონის მერი იყო და საგარეო საქმეთა მინისტრობისას.
ალექსანდრ ლებედევი 1988 წელს, გვიანი ცივი ომის პერიოდში, ლონდონში ჯაშუშად გამოაცხადეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას არასდროს უცდია თავისი წარსულის დამალვა. მემუარებში ლებედევი მოკლედ მოგვითხრობს ჯაშუშობაზე, რომელიც 1992 წელს პოლკოვნიკის წოდებით დასრულდა. გასულ თვეში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ალექსანდრე ლებედევს კანადამ ეკონომიკური სანქციები დაუწესა, თუმცა არ მოხვედრილა სხვა არცერთი ქვეყნის სანქცირებულთა სიაში.
0
0