08/07/2022
18:44
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის გაოგნებული, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო.
„უპირველეს ყოვლისა, აბე ღრმად ზრუნავდა იაპონელ ხალხზე და სიცოცხლე მიუძღვნა მათ სამსახურში ყოფნას. იმ მომენტშიც კი, როდესაც მას თავს დაესხნენ, ის დემოკრატიის საქმით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვიცით, რომ ძალადობრივი თავდასხმები არასდროს არის მისაღები და რომ იარაღით ძალადობა ყოველთვის ღრმა კვალს ტოვებს. აშშ მწუხარების ამ მომენტში იაპონიის გვერდით დგას. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 67 წლის აბე ქალაქ ნარას მატარებლის სადგურთან სიტყვით გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელმა 2-ჯერ ესროლა.
0
0