30/01/2023
23:06
მედიცინა
ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მოწამლული იგივე ნივთიერებით, რა ნივთიერებითაც რამდენიმე წლის წინ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. საუბარია ნოვიჩოკზე.
ჯიშკარიანის თქვით, ემპათია თავის დასკვნაში სპეციალური ტესტების ჩატარებასაც მოითხოვს, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლას გამორიცხავს. როგორც ჯიშკარიანმა პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, ნოვიჩოკით მოწამვლის ვარაუდი მესამე პრეზიდენტის ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ გააჩინა.
"ჩვენ ვდგავართ ინტოქსიკაციის პრობლემის წინაშე. შესაძლებელია მძიმე მეტალებით და შესაძლებელია, ახლა ჩვენ ახალ დასკვნაში, ახალ ანალიზებს ვითხოვთ, რაც არის ფოსფორორგანულ ნაერთებზე მოწამვლის ტესტები. ნავალნი როგორც იყო მოწამლული და შესაბამისად ის საჭიროებს სპეციალურ ღონისძიებებს, სპეციალურ დეტოქსიკაციას. შესაბამისად სოფლის ორღობეებში რომ ვატაროთ ეს ადამიანი, ამის დრო არ არის. ეს არის ჩემი მოსაზრება, მჭირდება გარკვეული ტოქსიკოლოგიური კვლევები ამ მიმართულებით...
გერმანიიდან ჩვენმა ქირურგმაც დაადასტურა, რომ სურათი ძალიან ჰგავს ამ ვერცხლის წყლით ინტოქსიკაციას, მაგრამ მთლიანობაში თუ განვიხილავთ - აქ არის ნეირო-ტოქსიკური მოქმედების რაღაც გამოყენებული, სავარაუდოდ და ამას სჭირდება გამორიცხვა", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
0
0