22/02/2022
14:20
კონფლიქტები
ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს. ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერს დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მან დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს, რადგანაც „დასავლეთი რუსეთის სახით მიწაზე თრევას აპირებს“.
ჟირინოვსკი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთის წინაშე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას. „ახლა საქმე ეხება რუსეთის შენარჩუნებას, საუბარია იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში, ვიცხოვრებთ, რამდენად თავისუფლები ვიქნებით, შევწყვეტთ თუ არა მუდმივი სტაგნაციის პროცესს, როდესაც ყოველწლიურად სულ ახალ და ახალ სანქციებს გვიწესებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და სახით მიწაზე გვათრევენ “. - წერს ჟირინოვსკი.
ჟირინოვსკიმ გაიხსენა, რომ რუსეთმა უკვე დიდი ხნის წინ ევროპის ქვეყნებისთვის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. ევროპის ქვეყნების ლიდერები კი გაზსადენის გაშვებას აფერხებენ და რუსეთს ბუნებრივი გაზის ფასების ზრდაში ადანაშაულებენ. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ასევე ამბობს, რომ უკრაინისთვის ნატოს ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდება რუსეთისთვის კარგის მომტანი არ არის. ჟირინოვსკის თქმით, ახლა რუსეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ყველა საკითხი უნდა მოაგვაროს.
ვლადიმერ ჟირინოვსკი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შემდეგ მოხვდა.
0
0