01/11/2024
15:29
მსოფლიო
ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ტრამპის კამპანიაზე გაკეთებული კომენტარები გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, პუერტო რიკო "ნაგვის მცურავი კუნძულია". მომღერლის თქმით, "სიტყვა American [ამერიკული] Rican-ის გარეშეც კი ვერ დაიწერება.“
ლას-ვეგასში სიტყვით გამოსვლისას, მომღერალმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი წარადგინა.
ლოპესის განცხადებით, ის "ამერიკელი ქალი“ და "პუერტო-რიკოს ამაყი შვილია".
”მე პუერტორიკოელი ვარ... დიახ, მე აქ დავიბადე და ჩვენ ამერიკელები ვართ. მე დედაც ვარ, დაც, მსახიობიც და შოუვუმენიც, ჰოლივუდიც მომწონს და ისიც, როცა კარგი ბიჭი ან, ამ შემთხვევაში, კარგი გოგო იმარჯვებს. ვაცნობიერებ ჩვენს წარსულს და, მომავლის რწმენით, ამაყად დავუჭერ მხარს კამალა ჰარისს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში,“ - განახადა ჯენიფერ ლოპესმა.
ლოპესმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მხარდამჭერის, კომიკოს ტონი ჰინჩკლიფის მიერ მედისონ სკვერ გარდენის მიტინგზე წარმოთქმული კომენტარი - ჰინჩკლიფმა პუერტო რიკოს "ნაგვის მცურავი კუნძული" უწოდა.
"სიტყვა American [ამერიკული] Rican-ის გარეშეც კი ვერ დაიწერება. ესეც ჩვენი ქვეყანაა,“ - დასძინა მომღერალმა.
ჰარისის მხარდამჭერთა აქციაზე ასევე ბიონსე და მიშელ ობამა იმყოფებოდნენ.
0
0