23/12/2022
16:55
სამართალი
რამდენიმე საათის წინ თბილისში, ჯავის ქუჩაზე, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილის ახლობლის თქმით, "თავდამსხმელი საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა"
გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
ამასთანავე, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე მრავალჯერ იყო ნასამართლევი.
ასევე, არსებული ინფორმაციით, მრავალჯერაა ნასამართლევი ის პირიც, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ბონდო კისიევია.
0
0