19/09/2023
22:19
ეკონომიკა
ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადებით და მზად ხართ ყველაფერი დაანგრიოთ. ალიან მძიმე შედეგები ექნება ამას - ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia - საბანკო კრიზისი გინდათ შექმნათ? ფარცხალაძის გამო სანქცირების წესი შეცვალეთ. აწი თავად სანქცირებულ მურუსიძეზე იქნება აღსრულება დამოკიდებული. საბანკო კრიზისს მივიღებთ და უამრავ ადამიანს და ბიზნესს დააზარალებთ. პირდაპირ МИР-ის ბარათს შეგვაერთეთ ბარემ. ძალიან სერიოზული კატასტროფა მოჰყვება ამას და გასაგებია რასაც აკეთებთ. ამას ფარცხალაძისთვის არ იზამდით. ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადებით და მზად ხართ ყველაფერი დაანგრიოთ. ძალიან მძიმე შედეგები ექნება ამას“,- წერს უგულავა.
როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, შესაბამისი ცვლილება სანქციათა რეჟიმების წესში შევიდა.
0
0