25/10/2024
09:31
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს - „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონების ტრანზაქციებში ინოვაციური ციფრული სისტემის გამოყენება დაიწყო. „გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. მხარეები შეძლებენ, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმონ და ქონება იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე ელექტრონულად დაცულად დაირეგისტრირონ.
ახალი სერვისით ისარგებლებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი. სისტემა იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.
0
0