04/07/2022
15:14
მსოფლიო
ჩრდილოეთ იტალიის ალპებში, მყინვარის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეულ ზვავს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნგრევის შედეგად, ცხრა ადამიანიდან ორი მძიმედ დაშავდა. სამაშველო ჯგუფები 19 დაკარგულ ადამიანს ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მყინვარის მონაკვეთის, სახელწოდებით სერაკის, ჩამოშლა. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა - ბოლო დღეებში მყინვარის მწვერვალზე ტემპერატურამ 10 გრადუსს მიაღწია.
იტალიელმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა გაზეთ La Republica-ს განუცხადა, რომ გლობალური დათბობის გავლენის გამო, მყინვარის საფარის სისქე რამდენიმე წელია კლებულობს.
0
0