05/07/2023
08:49
სპორტი
უიმბლდონის ტურნირის ორგანიზატორებმა საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციაზე თქვეს უარი და ქალებს შავი ფერის ქვედა საცვლით ასპარეზობის ნება დართეს.
უიმბლდონ 2023-ის დრესკოდით ქალ ჩოგბურთელებს შავი ქვედა საცვლით ასპარეზობის ნებას რთავს.
მენსტრუაციით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით დაშვებულმა რეგულაციამ ჩოგბურთელთა მოწონება დაიმსახურა. პირველი, ვინც აღნიშნული ცვლილება გამოიყენა, ბელარუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა იყო.
“ვაფასებ წესს, რომელიც ქალების არათეთრით ასპარეზობის უფლებას აძლევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ არის აშკარად რთული და არასასიამოვნო სიტუაციები”, თქვა ბელარუსმა ჩოგბურთელმა, რომელსაც მალე ლინდა ფრუხვიტოვამ მიჰბაძა.
„ჩემი თაობა ღელავდა თეთრის ჩაცმის აუცილებლობის გამო. ეს წარმოშობს დაუცველობას და გაიძულებს ყოველთვის იყო ფხიზლად. ეს საშინელება იყო“, - აღნიშნა ქალთა ჩოგბურთის ლეგენდამ ბილი ჯინ კინგმა უიმბლდონის ახალი დრესკოდის კომენტირების დროს.
წყარო: ipress.ge
0
0