01/06/2023
21:47
სპორტი
"ავჭალაზე" ჩატარებულ მეორე ტესტ-მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისის 20-წლამდე ნაკრებს 40:38 სძლია.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლადო კილასონიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 36:41 წააგო და დღესაც საინტერესო თამაში იყო. თავიდან მეტოქე 14:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 24:21 მოიგო, საბოლოო გამარჯვება კი ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.
საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა, რომელსაც რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, ძლიერ მეტოქეს 6 ლელო გაუტანა.
ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა! ირლანდიის, შოტლანდიის, არგენტინის და იაპონიის შემდეგ, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისი დაამარცხა და სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.
საქართველო U20 – ინგლისი U20 40:38
6 ლელო: ხუროშვილი, ხუციშვილი, ლომიძე, კოტორაშვილი, დვალი (2)
5 გარდასახვა: ხუციშვილი (4), ხელაძე
0
0