20/05/2022
23:20
მსოფლიო
ისრაელში, „მაიმუნის ჩუტყვავილას“ პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვირუსი 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. მისი მდგომარეობა მსუბუქია.
ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნების გარეთ ვირუსული ინფექციის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მჭიდრო კონტაქტის შედეგად ვრცელდება და ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა.
„მაიმუნის ჩუტყვავილას“ ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ჩუტყვავილა იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და რომლისგანაც ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება.
0
0