04/07/2022
11:46
მსოფლიო
ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მარტში მიღებული გადაწყვეტილება უკრაინელებისთვის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ისრაელში შესვლის წინასწარი ნებართვის მიღების მოთხოვნის შესახებ.
უკრაინელებისთვის დამატებითი შეზღუდვები ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა აიელეთ შაკედმა უკრაინაში რუსეთის ღია შეჭრის დაწყების შემდეგ შემოიღო.
სარჩელი უზენაესმა სასამართლოში 12 მარტს ტომერ ვარშას საადვოკატო ოფისმა ისრაელში უკრაინის საელჩოს მოთხოვნით შეიტანა. მოსარჩელეების თქმით, შაკედის გადაწყვეტილებამ უკრაინასა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის შეთანხმება დაარღვია.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია და დაასკვნა, რომ უკრაინელებისთვის ომის პერიოდში ისრაელში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება უკანონო იყო.
0
0