28/10/2024
14:41
მსოფლიო
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, თეირანი ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას გამოიყენებს, რათა ირანის სამხედრო ობიექტებზე ისრაელის მიერ 26-27 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმას უპასუხოს.
„[ირანი] ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას გამოიყენებს, სიონისტური რეჟიმისთვის [ისრაელისთვის] კონკრეტული და ეფექტური პასუხის გასაცემად. ირანის რეაქცია დამოკიდებულია ისრაელის თავდასხმის სიმძაფრეზე,“ - განაცხადა ბაგაიმ ყოველკვირეულ სატელევიზიო პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
Reuters-ის ინფორმაციით, მანამდე, ირანმა განაცხადა, რომ ისრაელმა სამხედრო ობიექტებს მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ესკალაციის შეჩერება მოითხოვა, რადგან „ახლო აღმოსავლეთში ყოვლისმომცველ ომთან დაკავშირებით შიში გააჩინა.“
0
0