26/10/2024
11:44
მსოფლიო
ისრაელი თავისი სუსტი შეტევის გაზვიადებას ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ადგილობრივ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ცნობები იმის შესახებ, რომ თავდასხმაში ისრაელის 100-მა სამხედრო თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა, სრულიად მცდარია, რადგან ისრაელი ცდილობს თავისი სუსტი შეტევა გააზვიადოს“, - წერს ირანული საინფორმაციო სააგენტო.
ასევე, გამოცემის ცნობით, იერიშის დროს ისრაელის თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში არ შესულან და მათი სამიზნე თეირანში მდებარე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ობიექტები არ ყოფილა.
შეგახსენებთ, ისრაელმა დღეს დილით ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც ირანმა 14 აპრილსა და 1-ელ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისას გამოიყენა.
0
0