12/10/2024
10:46
მსოფლიო
აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს იერიში მიიტანოს ირანის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
როგორც ტელეარხი იუწყება, ჯერ არანაირი ნიშანი იმისა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს თავს დაესხმება, არ არის, თუმცა ოფიციალურ თელ-ავივს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
აშშ-ში არ იციან, თუ როდის შეიძლება ისრაელმა იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ, თუმცა ებრაელი სამხედროები მზადყოფნის რეჟიმში არიან გადასულნი და შესაბამის ბრძანებას ელოდებიან.
ირანმა 1 ოქტომბერს ისრაელზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა თეირანმა განმარტა, თავდასხმა იყო შურისძიება „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობასა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაურის ჰასან ნასრალას ლიკვიდაციაზე. ისრაელმა განაცხადა, რომ აუცილებლად უპასუხებს ირანს.
0
0