29/09/2021
16:41
საზოგადოება
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ამჟამინდელი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ირწმუნება, რომ ეს NGO ამ არჩევნებზეც ჩაატარებს ხმების პარალელურ დათვლას (PVT), რათა "თითოეული მოქალაქის მიერ მიცემული ხმა ზუსტად აისახოს შემაჯამებელ ოქმში და შედეგები არ შეიცვალოს მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი დატოვებს საუბნო საარჩევნო კომისიას".
თანაც ამტკიცებს, რომ ISFED მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. ეს ის NGO-ა, რომლის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ ორგანიზაცამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლა სამარცხვინოდ გააყალბა და თვეზე მეტი ამას არ აღიარებდა, რათა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი ე.წ. გაყალბებაზე ზეაქტუალური ყოფილიყო.
ამ წინასაარჩევნო პერიოდშიც, პირადად მე და პროცესებზე არაერთმა დამკვირვებელმა ISFED ვამხილეთ, როგორც ცესკოსადმი დაუსაბუთებელი ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი გენერატორი.
ისე არ მოხდეს, რომ ISFED-მა რეპუტაციულად კიდევ უფრო დაიზიანოს თავი და წლევანდელი PVT ნაცსექტის აქტივისტების მიერ შექმნილ საბოტაჟურ ე.წ. სამოქალაქო ცესკოს "შედეგებს" დაამთხვიოს. სუბიექტი თავს რომ არაერთხელ შეირცხვენს, რეალური საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა არც ისე მარტივია. - წერს გია აბაშიძე
0
0