20/01/2025
12:56
ტაბლოიდი
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის სასამართლომ პოპულარულ მომღერალ ამირ ჰოსეინ მაგსუდლუს [რომელიც ცნობილია, როგორც თათალუ], სააპელაციო წესით, სიკვდილით დასჯა შეუფარდა მას შემდეგ, რაც ის მკრეხელობის ბრალდებით გაასამართლეს.
"ირანის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის პროტესტი მკრეხელობის გამო მომღერლის მიმართ ხუთწლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. საქმე ხელახლა გაიხსნა და ამჯერად ბრალდებულს წინასწარმეტყველის [მუჰამადის] შეურაცხყოფის გამო სიკვდილი მიესაჯა. განაჩენი საბოლოო არ არის და შესაძლოა გასაჩივრდეს,’’ - წერს რეფორმისტული გაზეთი Etemad-ი.
37 წლის ე.წ. ანდერგრაუნდ მუსიკოსი 2018 წლიდან სტამბოლში ცხოვრობდა. 2023 წლის დეკემბერში, თურქულმა პოლიციამ ის ირანს გადასცა. მას შემდეგ, თათალუ ირანში, პატიმრობაში იმყოფება. თათალუს ასევე მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა „პროსტიტუციის“ ხელშეწყობისთვის, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ „პროპაგანდის“ გავრცელებისა და „უცენზურო შინაარსის“ ტექსტის გამოქვეყნებისთვის.
2017 წელს, თათალუმ სატელევიზიო შეხვედრა გამართა ირანის ულტრაკონსერვატორ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან, რომელიც, მოგვიანებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. 2015 წელს, თათალუმ ირანის ბირთვული პროგრამის მხარდასაჭერად იმღერა, რომელიც, მოგვიანებით, 2018 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს გამოაშკარავდა.
0
0