15/11/2021
11:28
მსოფლიო
ირანის სეისმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 6,4 და 6,3 მაგნიტუდის ბიძგები ერთი წუთის ინტერვალით, კვირას ნაშუადღევს, ჰორმოზგანის პროვინციაში მდებარე საპორტო ქალაქ ბანდარ აბასთან, კუნძულ კეშმის მახლობლად დაფიქსირდა. ბანდარ აბასში, ქუჩაში სეირნობისას, 22 წლის მამაკაცი ელექტრო ბოძის ჩამოვარდნამ იმსხვერპლა.
მიწისძვრები მეზობელ პროვინციებშიც, მათ შორის კერმანში, იგრძნობოდა, ასევე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში - დუბაიში.
ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა ვიცე-პრეზიდენტ მუჰამედ მოხბერს ჰორმოზაგანის პროვინციაში გამგზავრება და მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სიტუაციის შესწავლა დაავალა.
ექსპერტები უკანასკნელი წლების განმავლობაში პროგნოზირებდნენ, რომ თეირანში ძლიერი მიწისძვრა იყო მოსალოდნელი, რადგან დედაქალაქი სეისმურად საშიშ ზონასთან ახლოს მდებარეობს.
0
0