06/11/2024
15:46
მსოფლიო
„აშშ-ის არჩევნები ირანელების საარსებო წყაროზე გავლენას არ მოახდენს,” - განაცხადა მთავრობის სპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანმა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.
არაბმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ, ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე სანქციების გაძლიერების გზით, ტრამპმა შესაძლოა ხელახლა გაატაროს თავისი „მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა“ და ისრაელს უფლება მისცეს, [ირანის] ბირთვულ ობიექტებს დაარტყას, რასაც პოლიტიკური მოტივით მკვლელობები მოჰყვება.
"აშშ-ის არჩევნები ნამდვილად არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი პოლიტიკა სტაბილურია და ის ამა თუ იმ ინდივიდზე დაყრდნობით არ იცვლება. მანამდე უკვე გავაკეთეთ საჭირო პროგნოზები, ასე, რომ ხალხის საარსებო საშუალებების მხრივ, ცვლილებები არ იქნება", - თქვა მოჰაჯერანმა.
არჩევნებში ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ირანის რევოლუციურ გვარდიას უშუალო კომენტარები არ გაუკეთებია, თუმცა განაცხადა, რომ თეირანი და მისი რეგიონალური მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებები ისრაელთან დაპირისპირებისთვის მზად არიან.
„სიონისტებს არ აქვთ ძალა, რომ დაგვიპირისპირდნენ და ისინი ჩვენს საპასუხო ქმედებას უნდა დაელოდონ... საბაზო საწყობებში ამისთვის საკმარისი იარაღი გვაქვს. თეირანი არ გამორიცხავს აშშ-ისრაელის პრევენციულ დარტყმას, რომელიც გამიზნული იქნება ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან რევანშიტული სვლის თავიდან ასაცილებლად“, - თქვა რევოლუციური გვარდიის უფროსის მოადგილემ ალი ფადავიმ.
0
0