ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელა
26/10/2024
17:22
მსოფლიო
A-
+A
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს თავდაცვის უფლება აქვს. ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელა.
ოფიციალურ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ისრაელის თავდასხმას და მას საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევად“ აფასებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაეროს ქარტიის მიხედვით, „ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი უცხო ქვეყნების აგრესიული ქმედებებისგან“.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს ღამით ისრაელმა ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები მიიტანა. შედეგად დაიღუპა ორი სამხედრო.
0
0
92
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%