18/07/2022
11:19
მსოფლიო
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თავის ირანელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სირიის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის სამშაბათს თეირანში გაემგზავრება.
რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ დამასკოს რეჟიმს, რომელიც მისი ოპონენტების წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო თურქეთი ამბოხებულებს ემხრობა. სამშაბათის სამიტის ჩატარება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუქარას მოჰყვება ჩრდილოეთ სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ახალი შეტევის დაწყების შესახებ.
შეხვედრას ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მასპინძლობს, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ თურქეთის ნებისმიერმა სამხედრო ქმედებამ სირიაში შესაძლოა „რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს“. თეირანის სამიტი ასევე ერდოღანს პუტინთან პირველი შეხვედრის გამართვის საშუალებას მისცემს თებერვალში, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ.
”ამ სამიტისთვის შერჩეული დრო შემთხვევითი არ არის. თურქეთს სირიაში „სპეციალური ოპერაციის“ ჩატარება სურს, ისევე როგორც რუსეთი ახორციელებს „სპეციალურ ოპერაციას“ უკრაინაში”, - განუცხადა რუსმა ანალიტიკოსმა ვლადიმერ სოტნიკოვმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს.
0
0