04/11/2024
11:10
მსოფლიო
ირანელ სტუდენტ გოგოსთან კონტაქტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა, ამ დრომდე ვერ მყარდება - დაკავების შემდეგ მისი მდგომარეობა უცნობია
დღეს, 11:02 7
ჯერჯერობით არაფერი ისმის გოგონაზე, რომელიც ირანში ძალადობრივად დააკავეს მას შემდეგ, რაც მან უნივერსიტეტის კამპუსში, პროტესტის ნიშნად, ტანსაცმელი ნაწილობრივ გაიხადა.
სტუდენტმა ამ ფორმით ქვეყანაში არსებული სისტემა გააპროტესტა. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, გოგონა სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას სცემეს, რამაც თავის არეში ძლიერი სისხლდენა გამოიწვია. ძალადობრივ დაკავებას "ამნესტი ინთერნეიშენალი" ეხმაურება.
"ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს სტუდენტი, რომელიც ძალადობრივად დააკავეს მას შემდეგ, რაც მან პროტესტის ნიშნად გაიხადა ტანსაცმელი", - წერია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუდენტი პოლიციაში წაიყვანეს და მასთან შეწყდა კონტაქტი. ამასთან, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თქვა, რომ დაკავებული ფსიქიკურად დაავადებულია და ის კლინიკაში გაგზავნეს.
0
0