12/10/2021
11:40
სამართალი
ჯარჯი წიკლაურმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე, ანგარიშსწორება მოეხდინა ვალერი გელაშვილზე, რის შემდეგაც ეს საქმე ივანე მერაბიშვილმა შეასრულა.
„ამას გიდასტურებთ. ეს არის უტყუარი ჩვენება, რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ჩვენება“, – განაცხადა წიკლაურმა.
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა გასცა, სხვა შემთხვევაში, პროკურორის შეფასებით, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა და ვერ დადგებოდა. აღნიშნულის შესახებ ჯარჯი წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ვალერი გელაშვილის საქმეში იკვეთება, რომ მისი ცემის ბრძანება უშუალო მიხეილ სააკაშვილმა გასცა? – ჯარჯი წიკლაურმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, საქმეში რომ არ ყოფილიყო უტყუარი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტის, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა და ვერ დადგებოდა“.
0
0