12/11/2024
10:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალიევის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ალიევმა კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ალიევმა ხაზი ასევე გაუსვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
„ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ალიევს მილოცვისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მყარ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში.
ალიევმა კობახიძე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია აზერბაიჯანში,საპასუხოდ კი კობახიძემ ალიევი თბილისში მოიწვია. ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს და ერთმანეთის მოწვევები მიიღეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0