04/01/2022
13:44
პოლიტიკა
ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს, სააკაშვილის მიერ დაანონსებული შიმშილობის შემთხვევაში, სახელმწიფო იმ ზომებს მიიღებს, რაც წინა შემთხვევაში.
„ამ განხილვაში რა თქმა უნდა მე ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ვისი კომპეტენციაც არის, ბუნებრივია, ის უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შიმშილობას ეს არ იქნება პირველი შემთხვევა და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო მიიღებს ზუსტად იმ ზომებს, რაც მიიღო წინა შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ შიმშილობის დაწყება და რამდენიმე დღეში შეწყვეტა მათ არათანმიმდევრულობას აჩვენებს.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობას, რაც მათთვის იყო დამახასიათებელი განსაკუთრებით შარშან მთელი წლის განმავლობაში, ეს იყო კიდევ ერთი არათანმიმდევრული ნაბიჯი. ჯერ გამოაცხადეს შიმშილობა და რამდენიმე დღეში თავადვე საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს ეს შიმშილობა. ისინი არიან დაბნეულები, მძიმე მდგომარეობაში, წააგეს ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, ასეთ დროს არათანმიმდევრულობა არის აბსოლუტურად ლოგიკურად ახსნადი“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0