ირაკლი ღარიბაშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობასა და ნათლისღებას ულოცავს
06/01/2022
11:45
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მრავალსაუკუნოვან ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ქართველი და სომეხი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს.
„ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ მრავალსაუკუნოვან ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებას“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
0
0
299
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%