08/11/2021
18:34
საზოგადოება
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციურ და რეპუტაციულ დაზიანებას.
„ის, რომ ეს სუბიექტები საზოგადოებას მოუწოდებენ გაიმეორონ იგივე, ის, რომ ისინი აცხადებენ, რომ მათი ამოცანაა ნერვების მოშლა, პარალიზება და საბოტაჟი, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების სერიის ნაწილი. ეს შემაშფოთებელია, რასაც უნდა მიეცეს უმკაცრესი შეფასება. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ქმედებებისგან“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.
მისი თქმით, მსგავსი ბინძური, უსუსური ნაბიჯები ვერ დააზიანებს ვერც უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაციას და ვერ შეარყევს სამსახურის თანამშრომლების ღირებულებებს.
„სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირსეულ და სახელოვან უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს, ვინც საკმაოდ დაუღალავად და მაღალი სირთულეების ამოცანების შესრულების პროცესში იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების პირობებს უზრუნველყოფენ და რა თქმა უნდა, ვდგავართ თითოეული მათგანის გვერდით. მსგავსი ბინძური, უსუსური ნაბიჯები ვერ დააზიანებენ ვერც უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაციას, ვერ შეარყევენ ვერც სამსახურის თანამშრომლების ღირებულებებს და ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ იქონიებენ მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ამოცანების შესრულებაზე“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
0
0