09/12/2021
12:00
საზოგადოება
„წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ისინი სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ დედაქალაქს, კორპუსების ასაშენებლად იპოდრომის ტერიტორია გასხვისდა. თქვენ იცით, რა დამოკიდებულება იყო სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების მიმართ, ტერიტორიები სხვისდებოდა, არანაირი ქალაქის ეკოლოგიური ინტერესი, კორპუსი, კორპუსი, კორპუსი. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო ჰქონდათ მცდელობა, რომ მწვანე სივრცეების ხარჯზეც კი ჩაედგათ კორპუსები. იპოდრომის ტერიტორიაც გასხვისებული იყო იმისთვის, რომ შემდეგ კორპუსები აშენებულიყო, თუმცა, ჩვენი ჩართულობით, ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის პირობებში, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. შევიმუშავეთ კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს სივრცის განვითარება, გამოვაცხადეთ აუქციონი და პირობა იყო ძალიან მარტივი, რომ ამ ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების პროექტი უნდა განხორციელებულიყო. გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს“კორტები“, რომელმაც შეისყიდა არსებული სივრცე, მას გადაეცემა საკუთრების უფლება და მოთხოვნა, ვალდებულება განახორციელოს 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, მოაწყოს არანაკლებ 3 საჩოგბურთო კორტი და მოაწყოს სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სივრცეები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში. ძალიან მიხარია, რომ ეს სივრცეც მოწესრიგდება და ქალაქს ის ძველი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც იყო დიდი მოთხოვნა, დაუბრუნდება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0