21/01/2025
10:52
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის მისალმების ჟესტს ინტერნეტში გამოხმაურება მოჰყვა და ის ნაცისტურ მისალმებას შეადარეს, თუმცა მასკის განმარტებით, მან მხოლოდ აღტაცება გამოხატა.
,,მისალმების ჟესტის კრიტიკა ჩემზე მორიგი თავდასხმის ძალიან ბანალური მეთოდია. გულწრფელად რომ ვთქვა, ისინი ამისთვის კიდევ უფრო ბინძურ ხრიკებს ეძებენ. მომავალი კი ძალიან საინტერესოა,’’ – წერს მასკი X-ზე.
ილონ მასკის მისალმების ჟესტი ასევე Jerusalem Post-მა გააკრიტიკა და რიტორიკული შეკითხვა გამოაქვეყნა: ,,ილონ მასკი ნაცისტურად მოგვესალმა ტრამპის ინაუგურაციაზე?"
თუმცა, ორგანიზაცია The Anti-Defamation League-მ, რომელიც ანტისემიტურ საქმიანობებს აკონტროლებს, განაცხადა: "როგორც ჩანს, ილონ მასკმა აღტაცების გამოსახატავად უხერხული ჟესტი გამოიყენა. ეს არ იყო ნაცისტური მისალმება, თუმცა ჩვენ ვაფასებთ, რომ ხალხმა ეს ურეაქციოდ არ დატოვა".
0
0