იაპონიაში ახალი ინფექციური დაავადება გამოავლინეს
05/10/2021
14:23
მსოფლიო
A-
+A
იაპონიაში ორთონაიროვირუსის ახალი ტიპი გამოვლინდა, რომელიც ცხოველებსა და ადამიანებზე ტკიპადან გადადის. ვირუსი ადამიანებში მწვავე ცხელებას, ასევე სისხლში თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შემცირებას იწვევს.
ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ვირუსს იეზო (YEZV) უწოდეს - ჰოკაიდოს (დიდი კუნძული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ვირუსი აღმოაჩინეს) ისტორიული იაპონური სახელწოდების მიხედვით.
”ახალი ვირუსით, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაინფიცირებული. ჯერჯერობით, მათ შორის არავინ გარდაცვლილა.
როგორც დადგინდა, ვირუსი იეზო (YEZV) ჰოკაიდოში ჭარბობს. ის ცხოველიდან ადამიანზე ტკიპებით გადადის, რაც, დიდი ალბათობით, დაავადებას იწვევს. ასევე, ზოგიერთ ინფიცირებულს საშიში ნეიროდეგენერაციული სინდრომი დაუდგინდა”, - თქვა ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, კეიტა მაცუნომ.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები 2014 წლიდან 2020 წლამდე დაფიქსირდა.
0
0
140689
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%