28/09/2021
15:31
COVID-19
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ მონოკლონურ ანტისხეულზე დაფუძნებული პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც შემუშავებულია ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი კომპანიის GlaxoSmithKline PLC-ისა და ამერიკული ფირმა Vir Biotechnology Inc.-ის მიერ.
„სოტროვიმაბი“ - გამანეიტრალებელი ანტისხეული, რომელიც ორგანიზმში ინტრავენურად ერთჯერადი დოზის სახით შეჰყავთ, იაპონიაში დამტკიცებული COVID-19-ის სამკურნალო მეხუთე პრეპარატია. კლინიკურ კვლევაში 1,057-მა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა, რომელსაც მაისში, აშშ-ში სასწრაფო გამოყენების ნებართვა მიენიჭა, პლაცებოსთან შედარებით, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკი 79%-ით შეამცირა.
პრეპარატი გამოყენებული იქნება იმ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი და ზომიერი გამოვლინება აღენიშნებათ და ჟანგბადი არ ესაჭიროებათ, თუმცა დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
”ყურადღება გამახვილდება იმაზე, გასცემს თუ არა სამინისტრო ამ პრეპარატის ამბულატორიული პაციენტებისთვის გამოყენებაზე ნებართვას, რადგანაც საზღვარგარეთ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გამოყენებისას წამალი ეფექტური არ გამოდგა,“ - განაცხადა ტოკიოს მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა, ჯო ჩიბამ.
https://www.japantimes.co.jp/news/2021/09/27/national/science-health/sotrovimab-japan-panel-approval/
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024